ჩემი პირველი სამსახური

Standard
14222085_1095795370511225_3558159730869254968_n
თითქმის ყველა ისტორია გადავიკითხე. კარგი მოტივაციაა სამსახურის მაძიებელთათვის და არა მარტო ….
 
სულ მეფიქრება პირველ სამსახურზე, როგორ გამიმართლა. ყველაფერი კი უზარმაზარ აუდიტორიაში, პროტოსოციოლოგიური თეორიების ლექციაზე დაიწყო, როცა ლექტორმა გამოგვიცხადა – ვისი დაბადების დღეც მალე მოდის იმ 2 ადამიანს გავუშვებ სტაჟირებაზეო. მახსოვს მაისის დასაწყისი იყო… მე კი საკუთარ თავში დარწმუნებულმა ავიწიე ხელი, თითქოს მეგონა ამხელა აუდიტორიაში მაისში დაბადებული არავინ იქნებოდა, როცა თავად ივნისში დავიბადე. მოკლედ, გამიმართლა, აღმოჩნდა ჯგუფში მხოლოდ ერთი მაისელი, და მე- ერთი ივნისელი. ორივე “გუდვილში” გაგვამწესეს….

Continue reading

Advertisements

პირადი მიმოწერიდან.

Standard

2ca95a684284195dd5ffb38a170edc02მინდა, რომ სიკვდილის შემდეგაც  მახსოვდეს, ამიტომ ყველაფერს ვაკვირდები…

Continue reading

უპასპორტო ანუ გოგო

Standard

16473209_1236002856490475_5833372393291521362_nრეალურად, ყველაფერი იმით დაიწყო,რომ “პასპორტის” გარეშე დავიბადე.  ყველაზე მეტად კი ახლა ის მიხარია, რომ ქართულ-მამაპაპურ სუფრებზე ჩახდილი არავის ვყავარ ნანახი და თამადას არასდროს უთქვამს აჩვენე შენი “პასპორტი” ბიძიებსო…

ზოგადად, არაფრით გამორჩეული ბავშვი  ვიყავი ბაღის ასაკში, თუ იმას არ ჩავთვლით,რომ ბაღში არ მივლია და ჩემი საყვარელი სათამაშო პაპაჩემის სახელოსნოში ხის თაროზე შემოდებული სალაშინი იყო. განსაკუთრებით იმიტომ მიყვარდა, რომ ბურბუშელებს აკეთებდა. (ბურბუშელა ეს ხის თხელი ანათალია, რომელიც ათლის დროს მრგვალდება და ლამაზ,ხვეულ ფორმას იღებს.)

სკოლაშიც ძალიან ჩვეულებრივი  ვიყავი, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მუზა- ყოველთვის ქალი მეგონა, რომელიც მხოლოდ კაცებთან მიდიოდა. ასე იმიტომ მეგონა, რომ ლექსებს ვერ ვწერდი, რითმის შეგრძნება არ მქონდა. მერე დედაჩემმა ცეკვაზე და მუსიკაზე მიმიყვანა, რითმი ვიგრძენი მაგრამ ლექსები მაინც ვერ დავწერე.

Continue reading

ბურთი მაქვს.მოედანი?- წამართვეს,წაგვართვეს.

Standard

The-Red-Balloon-French-Window

გუშინ, დედამ მითხრა ბაზრობაზე წაგიყვანო. მთელი ღამე არ მძინებია. ვიცოდი რაღაცას გამოვკრავდი ხელს. თან მამაც მოდიოდა და “ეს მიყიდე,ის მიყიდე” შეუსრულებელი რომ არ დარჩებოდა, მაშინვე მივხვდი. დედამ კიდევ იცის ხოლმე უარის თქმა, მაგრამ მამაჩემი იმდენად იშვიათად ატარებს ჩემთან დროს, უნდა ყველაფერი მიყიდოს და ამით მაინც გამახაროს.

გათენდა, დედაჩემმა ამომაცვა შორტები და მაიკა, ორივე ძალიან უხდებოდა ერთმანეთს. ნასკები ჩემით ჩავიცვი, დიდი გოგო ვარ უკვე და ასეთ სირთულეებს ვუმკლავდები. მამაჩემმა ერთხელ შემათვალიერა, მითხრა შორტებიც გიხდებაო და მერე უკვე მანქანაში, სარკეში უკან მჯდომს მიყურებდა.

Continue reading

სტუდენტების ძალა პეტრე მელიქიშვილის აუდიტორიიდან

Standard

12973089_545016372347521_5819098972354966517_o

მოდიან ის თავგანწირულნი, ცოდნის სიყვარულით და წყურვილით შორს გარდახვეწილნი და წინ მოიმძღვარებენ მეცნიერებას და მის მწვანე შტოს ნოეს მტრედსავით, ნიშნად ხარებისა და ნუგეშ-ცემისა.

დიდი დრო დავკარგეთ ქართველებმა არაფრის ფურცვლაში,ან ლუარსაბ თათქარიძის ბუზების თვლაში. მომავლის იდეების რეალიზება კი მხოლოდ სუფრაზე მოვახერხეთ. სხვა აკადემია თუ არა, სუფრის აკადემია მაინც გვქონდა ძლიერი, სასუფრე „პატრიოტიზმით“ და შექმნილი ნარატივით- ბოლოში „ჯოს! ჯოს! ჯოს!“. მხოლოდ სუფრაზე კი არა, ყველგან ვიძახეთ, ყველგან წავაწერეთ სამივე სიტყვა, ესაც ღმერთის სამობით არისო, თან „ ძახილის“ ნიშნებით, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგეთ. Continue reading

გადადით “ლინკზე” და გაიგებთ ჩემს შეხედულებებს მედიაზე

Standard

hqdefault

“საზოგადოებამ, რასაკვირველია, უნდა იცოდეს, რა აზრის კაცთან იჭერს საქმეს, რისა და ვისს მიმდევარს უნდა ათხოვოს თავისი ყურადღება.“ უნდა იცოდეს რა არის მისთვის კარგი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რა არა.

უჭირს დღევანდელ საზოგადოებას ამის გამორკვევა, ალბათ იმიტომ, რომ არც უცდია. Continue reading

სანამ მიფურთხება პროფესიად ქცეულა

Standard

blogi

უმეცრება, აი უმთავრესი სენი,რომელიც ჩვენ ძვალრბილში გვჯდომია,შეუბრალებლად ჰღრღნისსიცოცხლეს. ჩვენს ცხოვრებაში ფეხს ისე ვერ გადასდგამთ,რომ უმეცრების კვალს ზედ არ წააწყდეთ,რომუმეცრების მწარე ნაყოფმა თავისი გემო არ გაგაგებინოთ.“

დღეს, ჩვენს ხალხს პირი  დაუღია, „აცა მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდებაო“. ჩვენი ქალები საზღვარს იწასულან და იქ მოსტირიან მიწას, რომელიც აღარავის სურს. Continue reading